Terms & Conditions
წესები და პირობები
წინამდებარე წესები და პირობები განკუთვნილია შპს „ეშვი“-ს (საიდენტიფიკაციო კოდი: 404591072, მისამართი: ქალაქი თბილისი, გერგეთის ქუჩა N3, შემდგომში „კომპანია“) მომხმარებელთათვის.
კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს საკუთარი შეხედულებისამებრ შეცვალოს წინამდებარე წესები და პირობები. განახლებული პირობები ძალაში შედის მისი ვებ-გვერდზე www.eshvipopup.com გამოქვეყნების მომენტიდან.
ვებ-გვერდზე განთავსებული წესების და პირობების გაცნობით მომხმარებელი ადასტურებს რომ ეთანხმება მასში მითითებულ ინფორმაციას.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
კომპანია აცხადებს და იძლევა გარანტიას რომ უზრუნველყოფს დაცვის ყველა საჭირო ორგანიზაციულ და ტექნიკურ მექანიზმს, რომლებიც გამორიცხავს მესამე პირთა მიერ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების არასანქცირებულ წვდომას. აღნიშნული მიზნებისათვის პერსონალურ მონაცემებს წარმოადგენს მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის და შეკვეთის განთავსების დროს რეგისტრირებულ ინფორმაციას (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი). არასწორი ან/და არასრული ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში კომპანია სრულად თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან.
კომპანია უფლებას იტოვებს სიახლეებისა და ფასდაკლებების შეთავაზების მიზნით შეინახოს ან/და დაამუშაოს პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, საკონტაქტო ნომერი და ელ-ფოსტა), რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ პირდაპირი მარკეტინგისათვის.
პროდუქციის დაბრუნების, გადაცვლის და შეცვლის წესი
პროდუქციის სავაჭრო ობიექტში შეძენის შემთხვევაში ნივთის დაბრუნების ან/და გადაცვლის ვადა წარმოადგენს 5 (ხუთი) კალენდარულ დღეს, ონლაინ შეძენის შემთხვევაში 14 (თოთხმეტი) სამუშაო დღეს, რომელიც აითვლება ნივთის მომხმარებლისათვის მიწოდების მომენტიდან. გადაცვლა შესაძლებელია შეძენილი პროდუქციის ტოლფასი ან მეტი ღირებულების ნივთში, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი შეძენილ ნივთს საკუთარი სურვილით გადაცვლის უფრო ნაკლები ღირებულების ნივთში კომპანია ფასთა სხვაობას არ აანაზღაურებს. ზემოაღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ნივთის დაბრუნება/გადაცვლა დაუშვებელია.
დაბრუნებული პროდუქცია უნდა იყოს დაუზიანებელ მდგომარეობაში, მოხსნილი არ უნდა ჰქონდეს შესაბამისი მაიდენტიფიცირებელი ნიშნულები (ეტიკეტი) და საფირმო შეფუთვა უნდა იყოს შეულახავ მდგომარეობაში ორიგინალი სახით. ამასთანავე, სავაჭრო ობიექტში შეძენილ პროდუქციას თან უნდა ახლდეს საგარანტიო ფურცელი შემძენი პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) მითითებით. აღნიშნული პირობების დაუცველად დაბრუნებული ნივთი არ მიიღება.
ფასდაკლების დროს შეძენილი ნივთის უკან დაბრუნება არ არის შესაძლებელი, ხოლო გადაცვლა შესაძლებელია მხოლოდ იგივე მოდელის სხვა ფერში ან ზომაში. იმ შემთხვევაში თუ ფასდაკლების დროს შეძენილი მოდელის მარაგი ამოწურულია პროდუქცია შეცვლას არ ექვემდებარება.
შეძენილი ნივთის დაბრუნება უნდა განხორციელდეს შპს „ეშვი“-ის ნებისმიერ ფილიალში. მოცემულ შემთხვევაში დაბრუნებული ნივთის შეფასება ხდება კომპანიის წარმომადგენლის (ექსპერტის) მიერ მისი ჩაბარებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში და თუ ნივთი აკმაყოფილებს დაბრუნებისათვის დაწესებულ პირობებს ნივთი ჩაითვლება დაბრუნებულად.
ნივთის დაბრუნების შემთხვევაში პროდუქციის საფასურის ანაზღაურება განხორციელდება კომპანიის წარმომადგენლის (ექსპერტის) მიერ მისი შეფასებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში უნაღდო ანგარიშსწორების გზით იმ საბანკო ბარათზე თანხის დაბრუნებით რომლითაც განხორციელდა ნივთის შეძენა, ხოლო სავაჭრო ობიექტში შეძენილი ნივთის დაბრუნების შემთხვევაში ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების გზით მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
შეძენილი პროდუქციის საგარანტიო ვადა წარმოადგენს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება ნივთის მომხმარებლისათვის გადაცემის მომენტიდან.
მექანიკური დაზიანების შემთხვევაში სამკაულის შეკეთება შეუძლებელია, რადგან ის პირვანდელ სახეს ვერ დაიბრუნებს.
საგარანტიო ვადა მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ნივთის შეძენის დროს საგარანტო ფურცელი შევსებულია სრულყოფილად შემძენი პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მითითებით (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი) და მომხმარებელი ხელმოწერით ადასტურებს მოვლის ინსტრუქციის გაცნობას.
ონლაინ შეკვეთილი ნივთის მიწოდების სტანდარტული საფასური თბილისის მასშტაბით შეადგენს 10 ლარს, ექსპრეს მიწოდების სერვისი 20 ლარს, ხოლო რეგიონებში -20 ლარს. შეძენილი ნივთის მიწოდების თბილისის მისამართზე ექსპრეს მიწოდების დროს უნდა განხორციელდეს შეკვეთიდან არაუგვიანეს 1 დღის მანძილზე, სტანდარტულის შემთხვევაში 2-3 დღის განმავლობაში, ხოლო რეგიონებში 4-5 დღის განმავლობაში.
ზემოაღნიშნულ შემთხვევებში მომხმარებელმა წერილობითი ფორმით უნდა მიმართოს კომპანიას ელექტრონული ფოსტის მისამართზე customercare@eshvi.co.uk და სათაურში მიუთითოს თუ რა მოქმედების შესრულება სურს (დაბრუნება, გადაცვლა, შეცვლა). აღწერილობაში უნდა მიეთითოს შეკვეთის/საგარანტიო ფურცლის და დასაბრუნებელი ნივთის ფოტო სურათები.
იურისდიქცია და სამართალი
კომპანიასა და მომხარებელს შორის წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

