Skip to content

Cart

Your cart is empty

Care Instructions

იმისათვის, რომ ეშვის სამკაულმა ხანგრძლივად შეინარჩუნოს პირვანდელი სილამაზე და მდგომარეობა,  გთხოვთ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული მოვლის ინსტრუქცია:

  • მოიხსენით სამკაული წყალთან კონტაქტისას, მათ შორის აბაზანაში, ზღვაში, აუზში.
  • მოერიდეთ სამკაულის ტარებას ფიზიკური დატვირთვის დროს, მათ შორის სატრენაჟორო დარბაზში.
  • მოარიდეთ სამკაული თავის მოვლის საშუალებებს, მათ შორის სუნამოს, ლოსიონს, მზის დამცავ და გასარუჯ საშუალებებს.
  • მოიხსენით სამკაული ძილის დროს.
  • არასდროს გაწმინდოთ სამკაული საყოფაცხოვრებო საწმენდი ან სარეცხი საშუალებებით.
  • მოიხსენით ბეჭედი ხელის დაბანის და დეზინფექციის დროს.
  • მოარიდეთ სამკაული მაღალ ტემპერატურასა და ტენიან ადგილს.
  • ნაკაწრების თავიდან ასარიდებლად, მოარიდეთ სამკაული ეშვის ან სხვა სამკაულს.
  • რეკომენდებულია სამკაულის შენახვა მშრალ, გრილ და ბნელ ადგილას ფაუჩში.
  • ტრანსპორტირებისას აუცილებლად გამოიყენეთ ფაუჩი.
  • პერიოდულად შეამოწმეთ სამკაულის მდგომარეობა, განსაკუთრებით კვანძები და ქვების დამაგრება, რათა თავიდან აიცილოთ მათი დაკარგვა ან დაზიანება.
  • გაითვალისწინეთ, რომ ბუნებრივი ქვებისგან დამზადებული სამკაული, განსაკუთრებით სადაფის და მალაქიტის ნივთები, მასალიდან გამომდინარე, ადვილად მსხვრევადია.

 

წესები და პირობები

•⁠  ⁠პროდუქციის სავაჭრო ობიექტში შეძენისას, ნივთის დაბრუნების ან გადაცვლის ვადა წარმოადგენს 5 (ხუთი) კალენდარულ დღეს, ონლაინ შეძენის შემთხვევაში 14 (თოთხმეტი) კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება საგარანტიო ბარათში მითითებული თარიღიდან.
•⁠  ⁠შეძენილი ნივთის დაბრუნება ან გადაცვლა შესაძლებელია ნებისმიერ ფილიალში.
•⁠  ⁠დაბრუნებული პროდუქცია და შესაფუთი მასალა უნდა იყოს დაუზიანებელ
მდგომარეობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ობიექტი იტოვებს უფლებას, არ
დაიბრუნოს გაყიდული სამკაული.
•⁠  ⁠პროდუქტის დაბრუნების შემთხვევაში ESHVI კომპანიის საბანკო ანგარიშიდან თანხა უნდა დაბრუნდეს მომხმარებლის ანგარიშზე 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
•⁠  ⁠სამკაულის გადაცვლა შესაძლებელია მხოლოდ იგივე ან მეტი ღირებულების ნივთში, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვაობა არ ბრუნდება.
•⁠  ⁠ფასდაკლებით შეძენილი ნივთი უკან არ ბრუნდება; შესაძლებელია მხოლოდ იმავე მოდელის სხვა ფერში ან ზომაში გადაცვლა, იმ შემთხვევაში, თუ მოდელი მარაგშია.
•⁠  ⁠ერთთვიანი საგარანტიო ვადა ძალაშია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგარანტიო ბარათი სრულად შევსებულია და მომხმარებელი ხელმოწერით ადასტურებს მოვლის ინსტრუქციის გაცნობას.
•⁠  ⁠მექანიკური დაზიანების შემთხვევაში სამკაულის შეკეთება შეუძლებელია, რადგან ის პირვანდელ სახეს ვერ დაიბრუნებს.